ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში მონაწილეობა წახალისებულია, რაც მოსწავლეთა როგორც საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი უნარების განვითარებას ემსახურება.
მეორეკლასელი სალი ლაბაძე და მე-5 კლასელი მარიამ ლაბაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს ხალისითა და დიდი შემართებით ასრულებენ.
მოსწავლეებმა izrune.ge -ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარეს და izrune.ge -ს ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: