სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ.
მათ შორისაა „კინგსის“ ოლიმპიადა, სადაც ამჯერადაც, პირველი ტურის შედეგებით, ინგლისური ენის კონკურსში ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. ზურა ზედგინიძემ ასიდან ასი ქულა მიიღო, ნიკოლოზ სანიკიძემ ასიდან 92. ორივე მე-8 კლასის მოსწავლე გახლავთ. მე-7 კლასელმა ნინო ზედგინიძემ ასევე 100-დან 100 ქულა მოიპოვა.
მე-8 კლასელი მოსწავლეების პედაგოგი - ლინა ხუბუა გახლავთ, ნინო ზედგინიძეს კი უცხოურ ენას ინეზა ალანია ასწავლის.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ მათ წარმატებას და ვგულშემატკივრობთ მეორე ტურზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.