ახმეტის N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს - ნელი მეჭურჭლიშვილს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
10-10-2024

ახმეტის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგებს შორისაა ნელი მეჭურჭლიშვილი, ღვაწლმოსილი მასწავლებელი, რომელსაც არაერთი განათლებული თაობა აღუზრდია. 

პედაგოგი მრავალი წელია ყველაზე ღირებულ საქმეს - განათლებული, წარმატებული, ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეების აღზრდას ემსახურება. 

ის განათლების სადარაჯოზე ერთგულად დგას და თავდაუზოგავად ზრუნავს, ქვეყნისთვის სასახელო მამულიშვილების აღზრდისთვის, არამარტო პროფესიონალი პედაგოგი, არამედ ღირსეული მოქალაქეცაა. 

მისი შინაგანი ბუნების, სამშობლოს სიყვარულისა და პროფესიონალიზმისთვის, ახმეტის მერიამ საპატიო მოქალაქიოს წოდებით დააჯილდოვა. 

მათემატიკის პედაგოგს ჯილდო ბიძინაობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა. 

სკოლაში ამაყობენ პედაგოგის აღიარებით, ახარებთ, რომ სწორედ მისნაირი მასწავლებლები ასწავლიან ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწვალეებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203