ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომასა და ღვაწლს განსაკუთრებით აფასებენ და მათ ახალგაზრდებისთვის განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდიან.
სწორედ ასეთი დაფასებით, მადლიერებითა და პატივისცემით მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე სახელმწიფო ენაზე მიულოცეს პედაგოგებს ეს დღე და მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისთვის.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და თბილი სიტყვებით მიმართეს პედაგოგებს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს მათთვის გაწეული ღვაწლისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.
იხილეთ ფოტოები: