ტყიბულის N5 საჯარო სკოლამ წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისთვის მადლობის სიგელი მიიღო
10-10-2024

ტყიბულის N5 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია. მათ რიგებშია ელენე ახვლედიანი, დღეს უკვე წარმატებული სტუდენტი, რომლის აღზრდისათვის სკოლას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მადლობის სიგელი გადაეცა. 

სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულის წარმატება და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ბევრი ასეთი მადლობის სიგელი  ტყიბულის N5 საჯარო სკოლას, თქვენ ხართ საქართველოს მომავალი“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს ახალისებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203