ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები საინტერესო სატრენინგო შეხვედრებში მონაწილეობდნენ
10-10-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქანთარია და პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და სხვადასხვა ტრენინგსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

3-6 ოქტომბერს, ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი ზურაბ ქანთარია, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სალომე გოგია, დაწყებითი განათლების მასწავლებელი თამარ გვიჭიანი, სატრენინგო შეხვედრებს დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ჩართულია პროექტში - „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“.

შეხვედრები ჩატარდა ორი მოდულის - „მთლიანი სკოლის განვითარების“ და „უწყვეტი განმავითარებელი შეაფასების“ ფარგლებში. 

ტრენინგზე წარდგენილმა ოცამდე სკოლამ ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარა. მონაწილეებმა ისაუბრეს რა ღონისძიებებმა მოიტანა კარგი შედეგები და რის გაუმჯობესებას აპირებენ მომავალში. 

პროექტის ფარგლებში იწყება სასკოლო საზოგადოებების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს სხვა სკოლების ჩართვას და მათი სასწავლო პროცესების კიდევ უფრო დაახლოებას. სკოლებთან თანამშრომლობის გაღრმავება დასახელდა ერთ-ერთ პრიორიტეტად. 

უწყვეტი განმავითარებელი შეფასების ფარგლებში სკოლებმა ასევე გააზიარეს თავიანთი პრაქტიკა, შეიმუშავეს სამომავლო ექვსთვიანი სამოქმედო გეგმები. 

„მარტამდე დაგეგმილია სკოლაში უწყვეტი განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების სრულად ათვისება, მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც გვიყვებიან, ხაიშის საჯარო სკოლა მოხარულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს ტრენინგებში და აქტივობებში, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა განვითარებისკენ, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და სასკოლო საზოგადოებების დაახლოებისკენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203