ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ღიმილის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის 1-ელ კლასში, მრავალფროვანი აქტივობები გაიმართა. პირველკლასელებმა ამ დღის სიმბოლო - smile-ის პლაკატები დაამზადეს და უფროსკლასელებს, მასწავლებლებს უსახსოვრეს. მათ ასე მიულოცეს სკოლის წარმომადგენლებს ღიმილის საერთაშორისო დღე.
აქტივობა ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში ღიმილის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულს საფუძველი ამერიკელი მხატვრის, ჰარვი ბელის შემოქმედებამ დაუდო.
იხილეთ ფოტოები: