მარნეულის N5 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის წარმატება მხარდაჭერილი და წახალისებულია. მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობასა თუ კონკურსში და წარმატებასაც აღწევენ.
სკოლა ამჯერად, საჭადრაკო ოლიმპიადაში მოსწავლეთა მიღწევას გვიზიარებს.
ბავშვებმა საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“, გუნდურ შეჯიბრში, I-II კლასის მოსწავლეთა შორის იასპარეზეს და I ადგილი მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა, მეორე ეტაპზეც კარგი შედეგი აჩვენეს. მოსწავლეებმა რეგიონულ პირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავეს. ოლიმპიადის II ეტაპი ქალაქ რუსთავში გაიმართა.
გუნდის წევრები არიან:
1. გეგი ზაკალაშვილი;
2. დემეტრე ხვიბლიანი;
3. გიორგი მამარდაშვილი ;
4. მათე კიპაროიძე;
გუნდის კაპიტანი - რუსუდან ენდელაძე გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, სკოლებს შორის მიმდინარეობს სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ I-II კლასის მოსწავლეთა შორის (გუნდური), რომლის ორგანიზატორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
იხილეთ ფოტო: