გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის შრომა და ღვაწლი დაფასებულია. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს საყვარელ პედაგოგებს ეს დღე. ბავშვებმა თემატური ნახატები, პლაკატები შექმნეს და ასე გამოხატეს მასწავლებლების მიმართ სიყვარული და პატივისცემა.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს რამდენად ღირსეული პროფესიაა მასწავლებლობა.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: