წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მოირგეს მასწავლებლის როლები. ჩაატარეს გაკვეთილები ქართულში, ბუნებაში, ხელოვნებაში მათემატიკასა და სხვა საგნებში.
ასევე, შეასრულეს ადმინისტრაციის - დირექტორისა და სასწავლო ნაწილის გამგის მოვალეობებიც.
აღნიშნულმა აქტივობებმა საინტერესო და ხალისიანი ატმოსფერო შექმნა სკოლაში. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბევრი მოსწავლე დააფიქრა მასწავლებლის ურთულეს და საპასუხისმგებლო პროფესიაზე და ზოგ მათგანს მომავალი პროფესიის არჩევისათვის მიმართულებაც მისცა.
„მადლობა ჩვენს „მოსწავლე მასწავლებლებს“ საინტერესო დღისთვის, პედაგოგთა მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ ის სითბო და პატივისცემა, რაც ბავშვებმა მასწავლებლების მიმართ გამოხატეს.
იხილეთ ფოტოები: