ცნობილია, რამდენ მოსწავლეს გადაეცემა კომპიუტერი - სამინისტრო დეტალებს ასაჯაროებს
10-10-2024

2024 წლის წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 4 956-ია - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა უკვე დაიწყო. ახალგაზრდებს, კომპიუტერები ბათუმში განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ერთობლივად გადასცეს. 

„კომპიუტერები ბათუმის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს გადავეცით, თუმცა ეს პროცესი გაგრძელდება და 2024 წელს ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5000-მდე მოსწავლეს დავაჯილდოებთ,“ – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203