დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
მოეწყო თათარაობა. ადუღდა ბადაგი, მომზადდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები. განსაკუთრებით გაიახარეს პირველკლასელებმა, რომელთაც დამრიგებელი მზია არაბული საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას სთავაზობს. ამის ნათელი მაგალიათია, აღნიშნული საშემოდგომო ღონისძიებაც.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შემოდგომის სიუხვე და მშვენიერება წარმოადგინეს, წელიწადის ამ ულამაზეს დროს ხოტბა შეასხეს და საშემოდგომო ნობათიც დააგემოვნეს.
იხილეთ ფოტოები: