თბილისის N219 საჯარო სკოლის პირველკლასელთა დაუვიწყარი გაკვეთილი და საზეიმო „შეხვედრა ანბანთან“
10-10-2024

თბილისის N219 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნანა ქაცანაშვილმა პირველ კლასში ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „შეხვედრა ანბანთან“.

პირველკლასელებისთვის ეს გაკვეთილი საზეიმო, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო. გაკვეთილს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლებიც. 

მასწავლებელმა მოსწავლეები ჩართო მრავალფეროვან, ინტერაქტიულ, სახალისო აქტივობებში.

პირველკლასელებმა კი პედაგოგის დახმარებით, ამაყად, ხალისიანად, ღიმილითა და უდიდესი ინტერესით შეაბიჯეს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში. 

„წარმატებებს გისურვებთ ჩვენო პატარებო!“,- აღნიშნავს ნანა ქაცანაშვილი, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203