ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში, სადაც პედაგოგთა შრომა და ღვაწლი დაფასებულია, მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
გაიმართა ღონისძიება - „მასწავლებელი შუქი სულისა!“, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მიულოცეს მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული, ბევრი თბილი სიტყვით მოეფერნენ მათ, ასევე პატივი მიაგეს გარდაცვლილი მასწავლებლების სულებს.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა შრომის დაფასება, მათი მხარდაჭერა და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: