წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები, სადაც დაახასიათეს საყვარელი მასწავლებლები. ბავშვებმა ასევე პედაგოგებს სიმღერები და ლექსები მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლების ღვაწლი და ამაგი აღნიშნეს, რისთვისაც მადლობა გადაუხადეს მათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა პედაგოგებს პროფესიული დღე. ღვაწლმოსილ მასწავლებლებს როგორც გვიყვებიან, ფულადი ჯილდო გადაეცათ.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: