აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ორი საგნის - მათემატიკისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
გაკვეთილს პედაგოგები: ხათუნა ფიფია და მანანა შონია ხელმძღვანელობდნენ.
სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო წელს ჰპირდებიან.
„მეხუთეკლასელებო საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო წელი გველოდება. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: