დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰოვარდ გარდნერის მრავალჯერადი ინტელექტის თეორია განიხილეს
10-10-2024

ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-9 და მე-11 კლასებში, მოსწავლეებმა ჰოვარდ გარდნერის მრავალჯერადი ინტელექტის თეორია  განიხილეს.

გაკვეთილი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოიცავდა მიზნის განხილვას სხვადასხვა ტიპის ინტელექტის შესახებ ჰოვარდ გარდნერის მიხედვით და საუბარს მის მნიშვნელობაზე:

- ვიზუალური -სივრცითი;

- ენობრივი -ვერბალური;

- ლოგიკურ-მათემატიკური;

- სხეული-კინეთეტიკური;

- მუსიკალური;

- ინტერპერსონალური;

- ინტრაპერსონალური;

- ნეიტრალური.

გაკვეთილს ნინო დოხტურიშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203