ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
27 სექტემბერს კი, საერთაშორისო გარემოსდაცვითი აქტივობის - „დაასუფთავე მსოფლიო“, კვირეულის ფარგლებში მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ეკოკლუბის „ექვილიბრიუმი“ წევრებისთვის ლექცია ჩაატარეს.
სალექციო თემა - „ნარჩენების მართვა“, გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ლექციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თემატური პოსტერები, შეხვედრის შემდეგ კი, დასუფთავების აქციის ფარგლებში მონაწილეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
აღსანიშნავია, რომ კლუბის კურატორი ხათუნა უსტიაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: