მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარატეში, აჭარის ღია ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირი 5 ოქტომბერს ჩატარდა და ჯვარის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები დაიმსახურეს.
ტურნირში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: მათე ფიფია (III ადგილი), გიორგი მალაზონია (II ადგილი), საბა აკობია (III ადგილი) და ნიკა ზარქუა (II ადგილი).
„ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს და მათ მწვრთნელს, ბატონ ემზარ სოსელიას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალშიც ულევ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებსა და მათ მწვრთნელს წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: