თბილისის N215 საჯარო სკოლაში მერვეკლასელებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
მე-8გ კლასის მოსწავლეთა დავალების თემა გახლდათ - „გამარჯობა აფხაზეთო შენი“.
მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტები, ამომწურავად ისაუბრეს აფხაზეთის ომზე, 1992 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემაზე. გამოთქვეს საკუთარი აზრი აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივებზე.
ბოლოს, ახალგაზრდებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და ოცნება-იმედები აფხაზეთზე, საქართველოსა და თავიანთ მომავალზე, დაწერეს ფურცლებზე, ჩადეს მინის ჭურჭელში და დამარხეს სკოლის ეზოში.
5 წლის შემდეგ კი, სკოლის დამთავრებისას, ბოლო ზარზე ერთად მიაკითხავენ და წაიკითხავენ, გაიგებენ, თუ რა შესრულდა მათი სურვილებიდან და რა - არა.
გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ჯანიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: