მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლა ყოველთვის ამაყობს წარჩინებული კურსდამთავრებულებით.
ამჯერად, სკოლას მადლობის სიგელი წარმატებული აბიტურიენტის ქრისტინე ჩარგაზიას აღზრდისთვის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გადასცა.
ქრისტინემ მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება და ამასთანავე ისარგებლებს უნივერსიტეტის შიდა გრანტით.
სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულ ქრისტინე ჩარგაზიას წარმატებით და მადლობას უხდის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, მის ოჯახსა და აღმზრდელ პედაგოგებს.
იხილეთ ფოტო: