გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამას ადასტურებს ის მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი, რომელსაც პედაგოგები სთავაზობენ მოსწავლეებს.
ამჯერად, სკოლის პირველ კლასში, რომლის დამრიგებელი ია ხუნწელია გახლავთ, „ანბანის შემობრძანება“ საზეიმოდ აღინიშნა.
მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებითა და ხალისით დაიწყეს. ბავშვებმა პირველი ხელნაწერები „აი ია“ გულმოდგინებით შეასრულეს. ეს დღე დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებშიც ბავშვები მონდომებით ჩაერთნენ.
ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ვიდეო: