გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის ეკოკლუბის წევრები სხვადასხვა კონკურსში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლა ეკოკლუბის მორიგ წარმატებას გვიზიარებს. კლუბის წევრები, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალში მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლაში მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის, ასევე პედაგოგებსა და ჟიურის წევრებს მადლობას უხდიან.
„მადლობა ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს აქტიურობისთვის, ეკოსპიკერ ალექსანდრე ბენიძეს შესანიშნავი პრეზენტაციისათვის, პედაგოგ ნანა სილაგაძე, ჟიურის, ორგანიზატორებს. კერძოდ, ლადო აფხაზავას, ლევან სებისკვერაძეს, მაია კოდუას, ვანო გიოშვილს, რეზო გეთიაშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში ამბობენ, ჟიურის წევრების აზრი მათთვის მნიშვნელოვანია. მათი შეფასება უდიდესი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: