ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში. სწორედ ამიტომ, დირექცია და პედაგოგები ბავშვებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, 7 ოქტომბერს ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა მხიარულ სტარტებში. ერთმანეთს დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მათი პედაგოგები ეჯიბრებოდნენ.
„ეს იყო პირველკლასელთა სპორტული „ნათლობაც“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
თამაშში გამოვლინდნენ წარმატებული მოსწავლეები და გამარჯვებული კლასები.
ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იყო
იხილეთ ფოტოები: