ურავის საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია 
10-10-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სწორედ ამიტომ, სკოლის პირველ კლასში „ანბანის შებრძანება“ საზეიმოდ აღინიშნა.

ამასთან დაკავშირებით, სკოლის პედაგოგმა სოფო მიქიაშვილმა, კლასში ნამდვილი დღესასწაული გამართა.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მათ პირველი ხელნაწერი „აი ია“, დიდი მონდომებით შეასრულეს.

„საზეიმო ვითარებაში „შემობრძანებულ ანბანს“, სიხარულით შეხვდნენ მოსწავლეები და მათი მშობლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203