ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. აღსანიშნავია, რომ პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეებიც, მათ მსგავსად ერთვებიან სხვადასხვა კონკურსში, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის ქართული ენა/ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა დიასამიძე, 2024 წლის საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური ჩართულობისათვის, ასევე მოსწავლეთა აღზრდისა და ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლის“ მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.
ჯილდო, აგრეთვე ამავე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს: ნია ხილაძეს, გაბრიელ მახარაძეს, მაკა ფუტკარაძეს, ელენე შარაძეს, გივი შავაძეს, ნუცა მაკარაძეს გადაეცათ გუნდურ-ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლა“ 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატის საქალაქო პირველობაზე ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგებისთვის.
დირექტორი ტარიელ მიქელაძე მათ ამ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: