ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლას წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, მათ რიგებშია მარიამ შერვაშიძე.
პედაგოგი, პროგრამის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, ერთ-ერთი გამარჯვებული გახლავთ.
ამჯერად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოაწყო შეხვედრა აღნიშნული პროგრამის გამარჯვებულებთან.
შეხვედრას ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგიც ესწრებოდა, რომლისთვისაც დიდი პატივი იყო, გამარჯვებულთა შორის ყოფნა.
„წარმატებებს ვუსურვებ ყველა გამარჯვებულ პროექტსა და პედაგოგს. ჩემთვის დიდი პატივია მათ რიგებში ყოფნა“, - აღნიშნავს პედაგოგი.
სკოლაში წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ პედაგოგს.
იხილეთ ფოტოები: