საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილების სერია ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში
10-10-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული და მათში მოსწავლეები დიდი შემართებით, აქტიურად მონაწილეობენ. 

ამის ნათელი მაგალითია საინტერესო გაკვეთილთა სერია, დაწყებით კლასებში. 

II კლასში ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც მასწავლებლები: ხათუნა თედორაძე და ლია ტაკიძე ხელმძღვანელობდნენ. 

გაკვეთილის თემა: კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“, გახლდათ 

მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტში წარმოდგენილი ლიტერატურულ დეტალებზე პრობლემის გააზრება და მსჯელობა. რუკის დახმარებით პერსონაჟების დაახასიათება

ბოლოს კი დაამზადეს შთამბეჭდავი აფიშა, ზღაპრის სიუჟეტიდან გამომდინარე დახატეს ეპიზოდები და გააკეთეს აპლიკაციები. ასევე, უყურეს ფილმს და გაითამაშეს პინოქიოს როლი.

ასევე აღსანიშნავია II კლასში ჩატარებული ქართული ენის გაკვეთილი, თემაზე - „პინოქიოს თავგადასავალი“. 

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ „პინოქიო“ მარტო ბიჭები კი არა, თურმე გოგონებიც შეიძლება გახდნენ.

პატარებმა, ჯერ აფიშა დაამზადეს, ეპიზოდების სურათები დახატეს, საკუთარი ხელით დაამზადეს პინოქიოს ჩაჩი და ცხვირი, ბოლოს კი, უყურეს ანიმაციურ ფილმს. 

ბავშვებისათვის საოცრად საინტერესო აღმოჩნდა კარლო კოლოდის უკვდავი ნაწარმოები და მათაც ხალისით შეისწავლეს მოცემული ეპიზოდი.

ასევე აღსანიშნავია lll კლასში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი, რომლის თემაც - uncle phil’s Pet Shop, გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ნინა ბერიძე, მათე გოგიტიძე და დემე კვირიკაძე. 

მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებული როლური თამაში გაითამაშეს, რაც მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი მადონა დავითაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203