ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა აღზრდაზე პროფესიონალი, საქმეზე შეყვარებული, მიზანდასახული და ღირსეული პედაგოგები ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია, სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ნინო კვაჭაძე, რომელიც წლებია განათლების სადარაჯოზე დგას და ქვეყანას განათლებულ თაობებს უზრდის.
სწორედ ამ დიდი ღვაწლისა და წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისთვის, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
მშობლიური სკოლა ულოცავს მასწავლებელს ამ ჯილდოს, უსურვებს დღეგრძელობას და წარმატებას.
იხილეთ ფოტოები: