ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანეთის“ სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს.
მეორეკლასელებმა ორიგინალურად და საზეიმოდ გადასცეს, გადაულოცეს პირველკლასელებს ანბანი და მიულოცეს ანბანის „შემობრძანება“.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ პირველ ასოებს, შემართებით შეუდგნენ ანბანის შესწავლას.
„3 მარგალიტი შემოვაბრძანეთ ჩვენს კლასში, აი ია ჩვენი ცოდნის საწყისი.
„მოაქვს ჩიტების გუნდს დედაენა და მოჟღურტუნებს ჩვენი ანბანი“, - ამ სიტყებით შეეგებნენ პატარები ანბანის „შემობრძანებას“.
სკოლაში მადლობას უხდიან სკოლის დაწყებითის მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის ამ დღის გალამაზებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: