ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მოსწავლის წარმატებით დაიწყო.
საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატორთა კავშირმა სასწავლო წლის დასასრულს გამოაცხადა კონკურსი თემაზე: „იქნებ ვაზია სამშობლო“. აღნიშნულ კონკურსში, მონაწილეობდა სკოლის წარჩინებული მოსწავლე მაკა პაპიძე.
ახალ სასწავლო წელს კი, სასკოლო საზოგადოება მან საუკეთესო შედეგით გაახარა.
მოსწავლის - მაკა პაპიძის წარდგენილმა მოთხრობამ ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
როგორც პედაგოგი ნანი შამანაძე გვიყვება, ნაშრომი ორგანიზაციის გამოშვებულ წიგნში დაიბეჭდა. წიგნი და „ჯილდო“ მოსწავლეს გადაეცა, ხოლო სამადლობელო წერილი მასწავლებელს.
სკოლაში მისით ამაყობენ და წარმატებებს უსურვებენ.
„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას მე-7 კლასის მოსწავლე მაკა პაპიძეს და ვუსურვებთ უთვალავ წარმატებას მომავალშიც“, - აღნიშნავს პედაგოგი ნანი შამანაძე.