ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლამ ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით სკოლას საჩუქრად გადასცა სპორტული ინვენტარი.
ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის სკოლა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების სახელით სამინისტროს მადლობას უხდის.
როგორ გვიყვებიან, სკოლა მზადაა უპასუხოს ახალ გამოწვევებს, სპორტის მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო აქტივობების განხორციელებაში, მოსწავლეები ემზადებიან სასკოლო სპორტული შეჯიბრებებისა და ეროვნულ სპორტულ ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის!
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: