''ანაბასისი'' - სკოლა, რომელიც მოსწავლეებს ჯანსაღ, თავისუფლად და კრეატიულად მოაზროვნე ადამიანებად აყალიბებს
01-12-2016

სიტყვა „ანაბასისი“ ნიშნავს "ზევითსვლას, ზესვლას", გზა ცოდნის მწვერვალებისაკენ  გასავლელია, გულისხმიერი ადამიანების თანადგომით სკოლის მოსწავლეები ყველა დაბრკოლების გადალახვას შეძლებენ იმ რთულ გზაზე ცოდნის წყაროსთან ზიარება რომ ჰქვია.

20 წლიანი ისტორიის გამავლობაში სკოლა "ანაბასისს" ჰყავს ზრდადი კონტიგენტი.

სკოლაში შექმნილია გახანგრძლივებული ჯგუფები(I--IVკლასებში) და გაკვეთილების სწავლა ადგილზე ხდება. იგრძნობა მეგობრული და სასიამოვნო გარემო. ტარდება როგორც სემესტრული, ასევე წლიური (საგნის დასაძლევი) გამოცდები.

„ანაბასისში“ სკოლის თვითმმართველობის მიერ ჩამოყალიბებულია ინტელექტუალთა კლუბი, მკვლევართა კლუბი, რომლის წევრები სისტემატიურად აწყობენ ინტელექტუალურ თამაშებს, სხვადასხვა სახის კვლევებს, რაც ერთგვარ წესად დამკვიდრდა სკოლის პრაქტიკაში.

მოსწავლეებს უტარდებათ ცეკვის გაკვეთილები და საშუალება ეძლევათ ნასწავლი გამოიყენონ სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

სკოლაში ფუნქციონირებს ჭადრაკის წრე, რომელიც სისტემატიურად აწყობს შიდა სასკოლო შეხვედრებს, სკოლის მოჭადრაკეები აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ და რესპუბლიკურ ტურნირებში.

სკოლას ჰყავს მომღერალთა გუნდი,რომლის რეპერტუარი მრავალფეროვანია, გუნდი ასრულებს ქართულ და უცხოურ სიმღერებს, სკოლის მგალობლები ხშირად ასრულებენ საგალობლებს ტაძრებში საეკლესიო ღვთისმსახურების დროს. ასევე, ფუნქციონირებს ლიტერატურული სალონი და მუსიკალური სტუდია.

ყოველი წლის ბოლოს სკოლა აწყობს გამოსაშვებ ღონისძიებას, სადაც ბავშვები ავლენენ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს ხელოვნების ნებისმიერ სფეროში.

სკოლაში მოსწავლეები ირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე.

სკოლა აქტიურადაა ჩართული - სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში, კონფერენციებში და ტესტირებებში.

ასევე აქტიურად ტარდება ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი სახის ღონისძიებები.

გადაწყვეტილებები მიიღება პედსაბჭოს, მშობლების მზრუნველთა საბჭოსა და სკოლის თვითმმართველობასთან შეთანხმებით.

სკოლა უდიდეს დროსა და ენერგიას უთმობს ყველა მოსწავლეს, მშობელთა აზრი და რჩევები კი სკოლისთვის პრიორიტეტულია.

''ანაბასისის'' სკოლის საქმიანობა გამჭვირვალეა! იგი რეგულარულად აწვდის მშობელს შვილის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით ობიექტურ და დეტალურ ინფორმაციას.

სკოლა "ანაბასისი" 1996 წლიდან ფუნქციონირებს, აქვს საკუთარი შენობა, რომელიც გათვლილია ევროპულ სტანდარტებზე და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით (კომპიუტერებით, პროექტორებით) ცენტრალური გათბობით; ვიდეოსათვალთვალო კამერებით; საევაკუაციო გეგმით; ალტერნატიული(სახანძრო და სხვა) გასასვლელებით.

აგრეთვე, აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, ღია და დახურული სპორტული მოედანი.

სკოლა მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა, დაუსახლებელ ადგილას, ქალაქის ცენტრში.

„ანაბასისში“ სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოებაა, სადაც ყველა იღებს პასუხისმგებლობას ერთმანეთის წარმატებაზე. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის ,რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ თავიანთი უფლებები, მოვალეობები, პასუხისმგებლობები და სამომავლოდ მზად იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური, გააზრებული მონაწილეობის მისაღებად.

სკოლა ცნობილი იყო და არის გამოჩენილი პედაგოგებით, კურსდამთავრებულების აბსოლიტური უმრავლესობა სწავლას აგრძელებს ქვეყნისა და საზღვარგარეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.

''ანაბასისი'' აქტიურად მონაწილეობს სარაიონო და რესპუბლიკურ  ღონისძიებებში, ოლიმპიადებასა და სხვადასხვა სახის კონკურსებში და წარმატებებიც თვალსაჩინოა.

2010 წელს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ,,ანაბასისის“ ორი მოსწავლე პირველ ადგილზე გავიდა და ევროკავშირის წარმომადგენლობის სპეციალური პრიზის მფლობელებიც გახდნენ; 

2011,2012 , 2013 წლებში  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს მიერ  ორგანიზებული ოლიმპიადების გამარჯვებული ანაბასისელები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ნოუთბუქებით, ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკების საგზურებით.

უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად სკოლის ინგლისურის მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე ინგლისური ენის  კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის ლონდონში მიემგზავრებიან ენის შემსწავლელ კურსებზე.

სკოლა „ანაბასისის“ ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება მათემატიკური ოლიმპიადა.

ოლიმპიადის ორგანიზატორები სკოლასთან ერთად არიან საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი,  საქართველოს მექანიკოსთა კავშირი,  მხარდამჭერი ორგანიზაციები:

1)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი

2)თბილისის  ვ.კომაროვის N199 სკოლა

3)ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

4)ქ.თბილისის სერვანტესის სახელობისგიმნაზია „აია-ჯესი“

სკოლის ინიციატივით ჩატარდა ინგლისური ენის ოლიმპიადა,რომელშიც მონაწილეობდა რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

2016 წელს სკოლის მეცხრეკლასელთა ორმა გუნდმა გაიმარჯვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმატებული სკოლებისა და პედაგოგების წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გუნდურ კონკურსში და დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი;

2016 წლის 29 ნოემბერს „ანაბასისის“ მეათე კლასის მოსწავლემ ლუკა სამხარაძემ გაიმარჯვა და მოიპობა  „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ტიტული;

სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი, თავისუფლად და კრეატიულად მოაზროვნე, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი აქტიური მოქალაქის აღზრდისა და სწავლებისათვის მაღალ ხარისხს   - ურთიერთთანამშრომლობის, პროფესიული ზრდისა და უსაფრთხო ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცის შექმნის გზით -  ეს არის ,,ანაბასისის“ მისია, რომლის შესრულებისათვის იღწვის სკოლის სრული შემადგენლობა - ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203