ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. სკოლაში, ამ დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, მასწავლებლები სიყვარულისა და პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს. ბავშვებმა პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ვიდეო ლინკზე