ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში, იღებენ გამოცდილებას და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
ადელინა იგიტიანი ერთ-ერთი იმ მოსწავლეთაგანია, რომელიც მონაწილეობდა ბათუმში, სკოლა „ევრო-2000“-ში გამართულ მოსწავლეთა კონფერენციაში - „საქართველო-კულტურათა გზაჯვარედინი“.
მოსწავლეებმა თანატოლებს სკოლაში განხორციელებული პროექტის -„ჩვენ-დედამიწის შვილები“, შესახებ ესაუბრა, გააცნო მისი იდეა და სამუშაო პროცესი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტს ქართულის მასწავლებელი ქეთევან შანიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლის პრეზენტაციამ დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: