გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე და პედაგოგები მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობას ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და მონაწილეობენ არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მოსწავლეთა 76-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია, რომელშიც დირექტორისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
ასეთი სამაგალითო აქტიურობისთვის სკოლის დირექტორ გულნაზი ჭელიძეს მადლობის სიგელი გადაეცა. სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე აქტიური მოსწავლეები ელენე შუკვანი და მარიამ წიქარაძე.
„დიდი მადლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურისა და ხელოვნების ცენტრებს სასიამოვნო სიურპრიზისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და არაფორმალური განათლების პროექტებში მონაწილეობას აქტიურად აგრძელებენ.
იხილეთ ფოტო: