საპარლამენტი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება - აქტიურ ფაზაშია წინასაარჩევნო კამპანიც. სწორედ ამიტომ, გათავაზობთ, ინფორმაციას თუ რა შემთხვევაში ეკრძალებათ სასკოლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებებაში დასაქმებულებს აგიტაციაში ჩართვა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ეკრძალება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს, აღმზრდელ-პედაგოგს, აღმზრდელს, მასწავლებელს და იქ დასაქმებულ სხვა პირს.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვითწინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება: სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
ხოლო 49-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას.