ახმეტის N2 საჯარო სკოლის გუნდი - „ინდიგო“ ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებულია 
11-10-2024

ახმეტის N2 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მათი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა კი წახალისებულია. ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

სასკოლო ლიგის - „რა? სად? როდის?“ შემოდგომის სერიის ფინალურ შეჯიბრში კვლავ გამარჯვებულია ახმეტის N2 საჯარო სკოლის გუნდი - „ინდიგო“.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ამ წარმატებას სკოლას, მოაზროვნეთა გუნდს და მათ ხელმძღვანელს - ნინო ბუღათრიშვილს, საუკეთესოები ხართ“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდა ინტელექტუალებსა და მათ ხელმძღვანელს შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203