თბილისის N142 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერული წინსვლისკენ არიან ორიენტირებულნი და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ.
სკოლის სამი მასწავლებელი 2024-2025 სასწავლო წელს უფროსის სტატუსით შეხვდა. დიმიტრი ღონღაძემ, ნათია ქოქუაშვილმა და ჟანა გოგინავამ საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და სტატუსი აიმაღლეს.
სკოლაში პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„ჩვენი სკოლის დამწყებ მასწავლებლებს: დიმიტრი ღონღაძეს, ნათია ქოქუაშვილს, ჟანა გოგინავას სკოლის პედაგოგიური საზოგადოების სახელით ვულოცავთ უფროსი მასწავლებლის სტატუსს და ვუსურვებთ წარმატებულ, შემოქმედებით, ნაყოფიერ პროფესიულ მოღვაწეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.