კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების კლუბმა „თხოთი“ და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში, დაიწყეს პროექტზე მუშაობა, რომლის სახელწოდებაა: „კლასს მიღმაც ჩემი სკოლაა“.
აღსანიშანვია, რომ პროექტი ითვალისწინებს ევროპის კუთხის მოწყობას სკოლის გარე სივრცეში, მოსწავლეებთან ერთად დაიგეგმა და გაიწერა აქტივობები:
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ბილიკის“ ხელშეწყობით და სამოქალაქო განათლების პროგრამის დაფინანსებით.
პროექტის ფარგლებში, სკოლას გადაეცა 300 ლარის ღირებულების რესურსები პროექტის განსახორციელებლად: მოლბერტები, სახატავი გუაშები, ფუნჯები, საკანცელარიო ნივთები და დროშები.
იხილეთ ფოტოები: