ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის ხარისხიან სწავლებას, საინტერესო და სახალისო აქტივობების შეთავაზებას, რაც მათთვის სასწავლო პროცესს ნამდვილ თავგადასავლად აქცევს.
ამის ნათელი მაგალითია ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი ოჟიოს საჯარო სკოლაში, სადაც მთელი ზაფხული ინგლისურ ენაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ და იმავდროულად დაუვიწყარ აქტივობებს მართავდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბანაკი ამერიკელი მოხალისის კაჯალ დავეს და სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლების: ლიკა თავბერიძის და ნათია კოჩაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის, ინფორმაციული, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: