ბეკამის საჯარო სკოლაში გეოლოგიური კუთხე მოეწყო  
11-10-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს მიმართავენ. 

ამის დასტურია, მრავალფეროვანი ქანებით შემდგარი გეოლოგიური კუთხე. 

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ექსპონატები ძირითადად შეგროვებულია სოფელ ბეკმის ტერიტორიაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კოლექციის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის მე-4 კლასის მოსწავლე ამიკო გოგალაძეს, ბუნებისმეტყველების პედაგოგ ნინო მანანაძესთან ერთად.

სკოლაში წარმატებას უსურვებენ მოსწავლესა და მასწავლებელს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203