მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, საგანი მოსწავლეთა დიდი ინტერესსაც იწვევს და ისინი სასწავლო პროცესში აქტიურად ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ბავშვი მუშაობს Word-ის პროგრამაში, სწავლობს ტექსტის შექმნას, რედაქტირებასა და ფორმატირებას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს გაკვეთილი არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნის შეძენას ემსახურება, არამედ ბავშვებს აძლევს საშუალებას განავითარონ კრეატიულობა და აკადემიური უნარები.
კომპიუტერის წინ მსხდარი ბავშვები მონდომებით სწავლობენ თანამედროვე სამყაროში აუცილებელ უნარებს, რომლებიც მომავალში მათ მრავალ შესაძლებლობას გაუხსნის.
„კლასი მიუხედავად მისი სიმარტივისა, გამოხატავს სიახლესა და თანამედროვე სწავლის მეთოდებს, სადაც ტექნოლოგიების ინტეგრირება უკვე გარდაუვალია განათლების პროცესში“, - აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე საინტერესო აქტივობებით ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: