მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებლის - მამა არჩილ ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური თამაშ Jeopardy-ის პროგრამით, ვიქტორინა ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ თამაში გამორჩეულია თავისი უნიკალური ფორმატით, სადაც მონაწილეები კითხვებზე სხვადასხვა კატეგორიაში პასუხობენ.
როგორც სკლაში გვიყვებიან, მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა თემებს და გამოავლინეს ცოდნა, რაც ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, სწრაფ აზროვნებას და საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას.
იხილეთ ფოტოები: