ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სასწავლო პროცესი არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის სწავლებას მოიცავს, არამედ საინტერესო ინიციატივებითა და აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-8 კლასში ქართული ენის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
საგაკვეთილო თემა იყო „ოლიმპიური თამაშები“, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი, აქტიურობა და ჩართულობა გამოიწვია.
გაკვეთილზე, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ქართველი სპორტსმენებისა და ოლიმპიელი ჩემპიონების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი გაიანე ოვსეპიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: