მასწავლებლის როლი განათლებული საზოგადოების ფორმირებაში განუზუმელია, ეს ყველაფერი ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურებიან, მათი შრომისა და ღვაწლის დაფასება კი ახარებთ.
სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის დირექტორმა ნინო ვარდოსანიძემ პედაგოგებს სიტყვით მიმართა, პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა და შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
„გმადლობთ, რომ განათლებით სამყარო უკეთეს ადგილად აქციეთ!
დღეს 5 ოქტომბრია, ჩვენ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ - დღესასწაულს, რომელიც ეძღვნება ყველა პედაგოგის კეთილშობილურ საქმეს, თქვენს მოთმინებასა და შთაგონებას. მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ყველა პედაგოგის მიმართ, თქვენი ერთგულებისათვის და პროფესიონალიზმისათვის. დაე, თქვენი ყოველი დღე იყოს სავსე სიხარულით და სიამაყით თქვენი მოსწავლეების მიღწევებით, რადგან ისინი ჩვენი მომავალი თაობა და მემკვიდრეობაა“,- აღნიშნა დირექტორმა და დამსახურებულ პედაგოგებს, რომელებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა, აღიარება მიულოცა.
„ქალბატონ დარეჯან ნემსაძეს და ქალბატონო ნათელა ფაჩუაშვილს, გულითადად ვულოცავ პედაგოგიური მოღვაწეობის და შრომის აღიარებას. თქვენი მონდომება, პროფესიონალიზმი და სრულყოფილებისადმი ერთგულება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სწორედ ამის დასტურია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯილდო,რომელიც მოგენიჭათ წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.
ეს შესანიშნავი მიღწევა თქვენი შრომისმოყვარეობის შედეგია და მეტყველებს თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ სკოლის არსებობაში და განათლებაში“,- დასძინა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: