დაიწყო ახალი სასწავლო წელი, სკოლები ახმაურდა, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და ერთმანეთს ზაფხულის შთაბეჭდილებებს უზიარებენ.
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ Vბ კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კლასგარეშე აქტივობა, რომელიც უკავშირდება მათ მიერ ზაფხულის არდადეგებზე წაკითხულ ნაწარმოებებს. მოსწავლეებმა შექმნეს წიგნები წაკითხული ნაწარმოების სახელისა და ავტორის მითითებით.
მათ შექმნეს ილუსტრაცია მოთხრობებიდან, რომლებიც მათთვის საინტერესო ეპიზოდის ამსახველია.
მეექვსე კლასის მოსწავლეებმა კი ზაფხული ერთი სიყვით დაახასიათეს - ცხელი… ფერადი… განსაკუთრებული… მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებულ სამუშაო ბარათებზე პედაგოგსა და ერთმანეთს ზაფხულის შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
„ჩემი ფერადი ზაფხული“- აი, ასე დაასათაურეს ტექსტი და ერთმანეთს საზაფხულო თავგადასავალი უამბეს.
იხილეთ ფოტოები: