თბილისის N141 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია. ამჯერად, სკოლა 2024 წლის კურსდამთავრებულმა გვანცა თხელიძემ ასახელა.
კურსდამთავრებულმა, გარდა იმისა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა სახელმწიფო გრანტი, ამასთან ერთად ისარგებლებს უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებით.
სკოლამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან წარჩინებული ახალგაზრდის აღზრდისთვის მადლობის წერილი მიიღო.
სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატება ახარებთ და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და ნათელ მომავალს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: