ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარებისკენ არიან ორიენტირებულნი, ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა და ტრენინგში მონაწილეობენ და კვალიფიკაციას იმაღლებენ.
მათ რიგებშია ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ნაზი ყურშუბაძე, რომელსაც ახლახან ოკეანის აკადემია საქართველოს ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრო.
ტრეინინგზე განიხილეს შემდეგი თემები:
ზღვის ბიოლოგიის საფუძვლები და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება;
ქარტია ლურჯი განათლებისთვის;
მდგრადი განვითარების მიზნები SDG;
საქართველოს როლი საზღვაო გარემოში და სხვა...
პედაგოგი ტრენინგში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
სკოლაში მადლობას უხდიან ტრენინგის ორგანიზატორებს, პედაგოგის აქტიურობა კი ახარებთ და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: