საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებით, სასწავლო პროექტებითა და აქტივობებითაა გაჯერებული.
სკოლაში შემოდგომის ფერადი დღეები სასკოლო პროექტით - „კულტურული მემკვიდრეობა - თათარობა 2024“ კიდევ უფრო გააფერადეს.
სკოლაში „თათარაობა“ მოეწყო. ღონისძიება მეტად მასშტაბური აღმოჩნდა, მოიხარშა 80 ლ.თათარა, ამოივლო 60 ჩურჩხელა. ღონისძიების ხელმძღვანელები 250 მოსწავლესა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას გაუმასპინძლდნენ.
მოსწავლეები გაცნენ თათარის მომზადების წესს, ამოავლეს ჩურჩხელები და ერთად ყოფნის სიხარუილი გაიზიარეს.
„ეს დასაწყისია სულ მალე ვიზეიმებთ ტრადიუციულ შემოდგომის ფესტივალსს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ უფრო მასშტაბურ საშემოდგომო ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: